საიტის მოხმარების პირობები

შპს „გელით ელექტრონიქსი“ საიტით სარგებლობის წესები


1. შესავალი
მყიდველი ეთანხმება მხარეებს შორის მოცემულ შეთანხმების (შეთანხმება) პირობებს, ყველაფერს რაც შეეხება საქონელს, მომსახურებას, და ინფორმაციას გადმოცემულს საიტის მეშვეობით. ეს შეთანხმება წარმოადგენს  ხელშეკრულებას მაღაზიასა და მყიდველს შორის. ანაცვლებს ყველა წინა ან სხვა შეთანხმებას რომელიც შეეხება საქონელს და ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია საიტის მეშვეობით. მყიდველი თანხმდება გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას საიტიდან საქონლის ან მომსახურების შეძენამდე.

2. რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციით თქვნ აცხადებთ თანხმობას იმასთან დაკავშირებით რომ გაეცანით არსებულ წესებს. 

3. ონლაინ შესყიდვის პროცედურ
შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში; ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები; მარტივი ძებნისთვის საძიებო სიტყვა ჩაწერეთ ველში „ძებნა".

4. ინფორმაცია გადახდაზე
მყიდველს ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია მყიდველის შესახებ არის ნამდვილი, სწორი და სრული. მყიდველის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება მაღაზიის მხრიდან მოხდება მყიდველის საკრედიტო ბარათის მეშვეობით. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის, ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. მყიდველი პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე რომელიც წარმოებულია მყიდველის პაროლით. მაღაზია მყიდველს არ იცავს მისი პაროლის არასანქცირებული გამოყენებისგან.

5. მომსახურების მიღება-გაწევა
მაღაზია ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. მაღაზია უფლებას იტოვებს მყიდველს შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ პროდუქციის  რომლის ღირებულება მყიდველმა გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი პროდუქცია ან მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს პროდუქციის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მყიდველს თანხა, რომელიც მან გადაიხადა პროდუქციაში რომელიც ვერ მიიღო.

6. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები
მყიდველს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან მყიდველის მიერ დაკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და დაკვეთილ პროდუქციას შორის მხარეების წარმომადგენლების მხრიდან მოწმდება დაკვეთის მყიდველისთვის გადაცემისას. პროდუქციის შესაბამისობას მხარეები ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ მყიდველის მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება. დაკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, მყიდველს აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო მაღაზია ვალდებულია შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწოდოს მყიდველს ახალი პროდუქტი ან მისი ალტერნატივა. თუ მხარეებს შორის მოლაპარაკება პროდუქტის ჩანაცვლებაზე არ შედგა, მაღაზია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს აღნიშნული პროდუქტის საფასური არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. ჩვენ ვიაზრებთ და ვითვალისწინებთ  კანონმდებლობით დადაგენილ 14 დღეს, მაგრამ მყიდველმა უნდა გაითავისოს ის რომ ნივთის უკან დაბრუნება 14 დღის განმავლობაში მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნივთი იქნება პირვანდელ მდგომარეობაში, უფრო ზუსტად კი ყუთით,სრული კომპლექტაციით, ლუქებით, პლომბით და ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებისა თუ თქვენს მიერ მიყენებული ზიანის გარეშე. 

საქართველოს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ:   
მუხლი 15. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
4. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.  
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ აღნიშნულ მუხლს. 

7. შეკვეთის მიღება-მიწოდება
შეკვეთის მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება შეკვეთიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 4. იმისათვის რომ ნივთის მიწოდება მოხდეს სრულიად უსასყიდლოდ, საცხოვრებელ ბინაში უნდა იყოს სატვირთო ლიფტი მუშა მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი სართულის ღირებულება წარმოადგენს 5 ლარს. იგივე ვრცელდება 14 დღიანი შეცვლითი პერიოდის განმალობაში ნივთის უკან წამოღებისას, რის ღირებულებასაც გადაიხდით ადგილზე. ნივთის მიღების შესახებ დაკავშირება ხდება მიტანამდე რამდენიმე საათით ადრე. კურიერის მიერ შეთანხმებულ დროს აუცილებელია სრულწლოვანი პირი(მიმღები) იმყოფებოდეს ადგილზე, რათა ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს. 
ნივთის ჩანაცვლების შემთხვევაში რომელიც გამოწვეულია მყიდველის სურვილით და არა ჩვენი ბრალეულობით, ამ ნივთის უკან წამოღების და ახალი ნივთის მყიდველამდე მიტანის ტრანსპორტირების საფასურს აანაზღაურებს მყიდველი და დაფარავს ყველა გათვალისწინებულ თუ გაუთვალისწინებელ ხარჯს. მოცემულ შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნივთის ტრასპორტირების დროზე, თუმცაღა ეს წინასწარ შეთანხმებული იქნება მყიდველთან.
შეკვეთის გაუქმების პირობები: შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის განთავსების დღეს.
8. საგარანტიო პირობები
მსხვილი ტექნიკა : ქარხნული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მსხვილი ტექნიკა როგორიცაა მაცივარი,კონდიციონერი,სარეცხი მანქანა, გაზქურა და სხვა, მყიდველი უკავშირდება შესაბამის სერვის ცენტრს (რომლის ნომერიც მითითებული იქნება საგარანტიო ტალონზე), რის შემდეგაც სერვისის წარმომადგენელი მივა მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე და ადგილზე ეცდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრას, თუ კი ვერ მოხერხდა ადგილზე შეკეთება, სერვისის დასკვნის საფუძველზე ნივთი ჩანაცვლდება ახლით. მყიდველი უნდა ითავისებდეს იმას, რომ სერვის ცენტრი წარმოადგენს არა ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას, არამედ „გელით ელექტრონიქსი“ უბრალოდ თანამშრომლობს მათთან. შესაბამისად, მათ აქვთ თავისი პირობები რომელთა განხილვა/გასაჩივრება უნდა მოხდეს თავად სერვის ცენტრის წარმომადგენლებთან.
წვრილი ტექნიკა : ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველს  საკუთარი ხარჯებით და ჩვენგან დამოუკიდებლად მიაქვს ნივთი სერვის ცენტრის შესაბამის მისამართზე. რის შემდეგაც სერვის ცენტრი შეაკეთებს ნივთს ან დაწერ დასკვნას, რომლის საფუძველზეც მოხდება ნივთის ჩანაცვლება ახლით.
საგარანტიო პირობების დეტალურად გასაცნობად გადადით ბმულზე : გარანტია (gelit.ge)

9. კონფიდენციალურობის დაცვა
შპს „გელით ელექტრონიქსი“  უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე,  კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოვიყენოთ სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „გელით ელექტრონიქსი“ იტოვებს უფლებას თქვენს მიერ მითითებულ ნომერსა თუ ელფოსტაზე გამოგიგზავნოთ ინფორმაცია საიტის შესახებ. 

10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს. ვებგვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

11. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
საიტის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში, ხართ თუ არა რეზიდენტი ან მოქალაქეობის მქონე პირი. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ საიტის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

12. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით.
ელ.ფოსტა: info@gelit.ge