მიწოდების პირობები

შეკვეთის მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება შეკვეთიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 4. იმისათვის რომ ნივთის მიწოდება მოხდეს სრულიად უსასყიდლოდ, საცხოვრებელ ბინაში უნდა იყოს სატვირთო ლიფტი მუშა მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი სართულის ღირებულება წარმოადგენს 5 ლარს. იგივე ვრცელდება 14 დღიანი შეცვლითი პერიოდის განმალობაში ნივთის უკან წამოღებისას, რის ღირებულებასაც გადაიხდით ადგილზე. ნივთის მიღების შესახებ დაკავშირება ხდება მიტანამდე რამდენიმე საათით ადრე. კურიერის მიერ შეთანხმებულ დროს აუცილებელია სრულწლოვანი პირი(მიმღები) იმყოფებოდეს ადგილზე, რათა ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს. ნივთის ჩანაცვლების შემთხვევაში რომელიც გამოწვეულია მყიდველის სურვილით და არა ჩვენი ბრალეულობით, ამ ნივთის უკან წამოღების და ახალი ნივთის მყიდველამდე მიტანის ტრანსპორტირების საფასურს აანაზღაურებს მყიდველი და დაფარავს ყველა გათვალისწინებულ თუ გაუთვალისწინებელ ხარჯს. მოცემულ შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნივთის ტრასპორტირების დროზე, თუმცაღა ეს წინასწარ შეთანხმებული იქნება მყიდველთან.

შეკვეთის გაუქმების პირობები: შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის განთავსების დღეს.