გადახდის პირობები

მყიდველს ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია მყიდველის შესახებ არის ნამდვილი, სწორი და სრული. მყიდველის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება მაღაზიის მხრიდან მოხდება მყიდველის საკრედიტო ბარათის მეშვეობით. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის, ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. მყიდველი პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე რომელიც წარმოებულია მყიდველის პაროლით. მაღაზია მყიდველს არ იცავს მისი პაროლის არასანქცირებული გამოყენებისგან.