გარანტია

     გთხოვთ ყურადღბით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს

 

-->  საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.

-->  საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა

წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი, რომელიც შეიცავს პროდუქტის გაყიდვის

თარიღს, პროდუქტის ბრენდს, მოდელს და მაღაზიის ბეჭედს.

-->  ნივთის ჩაბარებიდან 2(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის

აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი წარედგინება სერვისცენტრს. პრობლემის

დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას. ქარხნული წუნის

 დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების

დასრულებისთანავე. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიენებელი

ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური

დაზიანების გარეშე.

 

-->  სერვის ცენტრი ადგილზე საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს თბილისის

ტერიტორიაზე მხოლოდ : მაცივარი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა,

გაზქურა, კონდიციონერი, გაზის გათბობის სისტემა რომელსაც მონტაჟი სჭირდება.

სხვა დანარჩენი ნივთი მომხმარებელმა თვითონ უნდა წარადგინოს სერვის ცენტრში.

--> თუ ქარხნული წუნის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის შეძენიდან 2(ორი)

სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, ნივთი ექვემდებარება შეკეთებას .

თუ ვერ მოხერხდა დაზიანებული ნივთის შეკეთება 60 კალენდარული დღის

განმავლობაში, სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე ნივთი შეიცვლება

ანალოგიურ ნივთზე მომწოდებელი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.

 

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ :

 

o  გასულია საგარანტიო ვადა;

o  საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია;

o  საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია, შეცვლილია ან გადაკეთებულია;

o  საგარანტიო ტალონში ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული

ნომერი/იმეი კოდი;

o  ნივთის ყუთი დაკარგულია ან დაზიანებულია;

o  მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება;

o  დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;

o  მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულებისთვის შეუსაბამო მიზნით;

o  დაზიანება სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულებამ გამოიწვია;

o  მოწყობილობა დააზიანა მომხმარებელმა ტრანსპორტირებისას;

o  მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული სხვა მოწყობილობის გამო;

o  მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე

სხვა მიზნით;

o  დაზიანება მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევამ განაპირობა;

დაზიანება ელ.ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმის

დანესტიანების, კოროზიის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების,

ექსპლუატაციისა და შენახვის წესების ან პირობების დარღვევის, არაკომპეტენტური

პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო

სამუშაოების შედეგია;

 

წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლება ხდება, თუ:

 

o  ნივთს გახსნისთანავე (ჩაბარების მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი.

(აუცილებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერება ჩაბარების მომენტში კურიერის

თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ვიზუალური დეფექტის გამო მოწყობილობა

აღარ შეიცვლება);კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ

მომხმარებელმა, მისი მიღება - ჩაბარების დროს , არასათანადოდ შეამოწმა

პროდუქტი და მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე

წარმოდგენილ ფოტოს ან არ აქვს სრულად წარმოდგენილი კომპლექტაცია.

o  ნივთის დაბრუნების დროს მყიდველმა აუცილებლად უნდა დაურთოს მას,

დაუზიანებელი ყუთი, ყველა თან მოყოლილი აქსესუარი და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

-->  ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ

ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს

თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო